ჩვენ შესახებ

ჩვენი ჯგუფის მიზანი იყო გვეპასუხა შრომის უსაფრთხოების ბაზარზე არსებული გამოწვევებისათვის და მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა უმაღლესი ხარისხის მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე შევქმენით ვებგვერდი https://tsm-app.ge, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: 1. რისკის შეფასების ვებ-აპლიკაცია. რისკების შეფასების ვებ-აპლიკაცია წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დამხმარე ციფრულ პლატფორმას, რომელიც მომხამრებელს საშუალებას აძლევს რისკების შეფასების პროცესი მართოთ მისთვის მოსახერხებელი ფორმით. აპლიკაციაში გამოყენებული რისკის შეფასების ფორმა სრულად პასუხობს სახელმიწფოს მიერ სამუშაო სივრცეში რიკსის შეფასების შესახებ წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებით დადგენილ სტანდარტებს. ჩვენ ვებ-აპლიკაციაში მუშაობის პროცესში მომხმარებელს არ უწევს ცხრილის ხელით აწყობა და მისი გრაფების ზომების რეგულირება და თავიდან აიცილებს საოფისე პროგრამები გამოყენებისგან გამოწვეულ უხერხულობას. გამომდინარე იქიდან, რომ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ტელეფონისა და პლანშეტის გამოყენებით, მომხმარებელს საშულება აქვს რისკების შეფასების პროცესი მართოს ობიექტზე ინსპექტირების განხორცილების პროცესში. ვებ-აპლიკაციაში შექმნილი დოკუმენტი არქივდება და მომხმარებელს შეეძლება მისი PDF ფორმატში ჩამოტვირთვა.  2. სამშენებლო ობიექტზე გამოყენებული მანქანა-დანადგარებისა და სხვა მოწყობილობების მწარმოებლის მიერ მოწოდებული ტექნიკური სახელმძვანელოების საფუძველზე, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციის შედგენა. თუკი დამკვეთს მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახლმძღვანელო არ მოეპოვება ქართულ ენაზე, ვთავაზობთ აღნიშნული დოკუმენტის თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებას. აღნიშნული მომსახურების მისაღებად საკმარისია აპლიკაციის ფორმის მეშვეობით სათარგმნი დოკუმენტის ელექტრონული ფორმატით გადმოგზავნა. ორივე მომსახურების კონცეფციის შედგენისას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა მომხმარებლის მიერ სერვისით სარგებლობის სიმარტივეს და კომფორტს. ჩვენ სამომავლო მიზნებში შედის ვებ-აპლიკაციის შესაძლებლობების გაფართოვება და მომხმარებლისათვის უფრო ფართომასშტაბიანი მომსახურების შეთავაზება. შპს "თი ეს ემი"-სათვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხარებლის შეფასების მოსმენა, რათა მუდმიც რეჟიმში ვიმუშავოთ ვებ-აპლიკაციის დახეწაზე. კითხვებისათვის და თქვენი გამოცდილების გასაზიარებლად მომხმარებელს შეუძლია დაგვიკაშირდეს კონტაქტის გვერდზე განთავსებული ფორმის ან შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით tiesemi@gmail.com.